“დილიდან ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული სამსახურები და სახელმწიფო სერვისები, გაიხსნა სკოლები და ბაღები”, – ამის შესახებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე აცხადებს.
მისივე თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობს შესაბამისი კომპანია.
“ამ დროისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება ისევ შეზღუდულია, რაზეც მუშაობს კომპანია “ელექტრო პრო”. დღის განმავლობაში, როგორც მუნიციპალური, ისე ენერგოსერვისები იმუშავებენ აქტიურად, რათა, მოსული უხვი ნალექის გამო, მინიმალური დისკომფორტი შეექმნას ჩვენს მოსახლეობას.
ახმეტა-თელავი-ბაკურციხე თავისუფალია, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა შეზღუდვაა და დასაშვებია მხოლოდ მაღალი განმავლობის ავტომობილების გადაადგილება. მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, როდესაც მგზავრთა უსაფრთხოება იქნება დაცული”, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.