ტრამპი მაკრონს 200%-იანი ტარიფებით დაემუქრა
“აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფრანგულ ღვინოსა და შამპანურზე 200%-იანი ტარიფების დაწესებით იმუქრება, რაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ღაზას სამშვიდობო საბჭოსთან შეერთებას აიძულებს”,- ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„ფრანგულ ღვინოებსა და შამპანურზე 200%-იან ტარიფს დავაწესებ და მაკრონი მშვიდობის საბჭოს შეუერთდება“, – განაცხადა მან.
მანამდე, სააგენტო, მაკრონთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ საფრანგეთი აპირებდა უარი ეთქვა ღაზას სექტორთან დაკავშირებული „მშვიდობის საბჭოს“ წევრობაზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის შესახებ 16 იანვარს გამოაცხადა.
ამასთან, მაკრონმა ადრე განაცხადა, რომ ტრამპმა მშვიდობის პრემიის მოსაპოვებლად ღაზას სექტორში კონფლიქტი უნდა მოაგვაროს.