მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპშოიმ განაცხადა.
მისი თქმით, იურიდიული თვალსაზრისით მოლდოვა დსთ-ს წევრი ოფიციალურად აღარ იქნება.
„ეს ნიშნავს, რომ მოლდოვას რესპუბლიკა ოფიციალურად აღარ იქნება დსთ-ს წევრი. აქამდე იურიდიულად ჩვენ ისევ წევრები ვიყავით. ამ სამი ფუნდამენტური შეთანხმების დენონსაცია, რომლებიც ჩვენი დსთ-ში ყოფნის საფუძველს წარმოადგენს,მოგვცემს უფლებას ვთქვათ, რომ იურიდიული თვალსაზრისით მოლდოვა დსთ-ს წევრი ოფიციალურად აღარ იქნება, რადგან ჩვენ მონაწილეობა დე ფაქტო უკვე შეჩერებული გვაქვს. მოლდოვას რესპუბლიკა ოფიციალურად აღარ იქნება დსთ-ს ნაწილი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მივიღეთ, დამტკიცების პროცესი დაწყებულია“, – აღნიშნა მიჰაი პოპშოიმ.