კაია კალასი: დანია და გრენლანდია მარტო არ არიან – სუვერენიტეტით ვაჭრობა არ ხდება
დანია და გრენლანდია მარტო არ არიან, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სუვერენიტეტით ვაჭრობა არ ხდება.
„დანია და გრენლანდია მარტო არ არიან. არქტიკის უსაფრთხოება საერთო ტრანსატლანტიკური ინტერესია და ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან.
თუმცა, ტარიფების საფრთხეები ამის მოგვარების გზა არ არის. სუვერენიტეტით ვაჭრობა არ ხდება.
ჩვენ არ გვაქვს კამათის დაწყების ინტერესი, მაგრამ ჩვენ ჩვენს პოზიციას შევინარჩუნებთ. ევროპას თავისი ინტერესების დასაცავად უამრავი ინსტრუმენტი აქვს“, – წერს კალასი X-ზე.