იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

იტალიელი დიზაინერი, ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

„ვალენტინო გარავანი დღეს რომში, საკუთარ რეზიდენციაში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა“, – წერს დიზაინერის ფონდი „ინსტაგრამზე“.

ვალენტინო გარავანი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.

სამოციანი წლებიდან იგი მთელ მსოფლიოში ცნობილი იყო თავისი ქალის საღამოს კაბების უკიდურესი ელეგანტურობით, ასევე წითელი ფერის იმ ტონალობით, რომელსაც საკუთარი სახელი მიანიჭა – Rosso Valentino.

მედიის ინფორმაციით, ლეგენდარულ დიზაინერს პარასკევს რომში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები