ტრამპმა ევროპას მოუწოდა, ყურადღება გრენლანდიის ნაცვლად უკრაინაზე გაამახვილოს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპამ ყურადღება უკრაინის კონფლიქტზე უნდა გაამახვილოს და არა გრენლანდიაზე.
„ევროპამ ყურადღება რუსეთსა და უკრაინას შორის ომზე უნდა გაამახვილოს, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, ხედავთ, სანამდე მიიყვანა ისინი ამან“, – თქვა ტრამპმა NBC-სთან ინტერვიუში.
„სწორედ ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ევროპამ და არა გრენლანდიაზე“, – დასძინა მან.