„საქმე მხოლოდ გრენლანდიის სუვერენიტეტს არ ეხება“ – ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტრამპი გააკრიტიკა

მსოფლიო ისეთი სიტუაციის მომსწრეა, როდესაც ჩვენ გვიწევს საუბარი აშშ-ის სამხედრო მოქმედებების შესაძლებლობაზე ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ტრამპის მიერ გრენლანდიის მიმართ მუქარის ფონზე, The New York Times-ის სვეტში დაწერა.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ტრამპის დაპირებამ გრენლანდიის შეერთებული შტატების ნაწილად ქცევის შესახებ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაართულა და გრენლანდიის ხალხის უფლებები, თანხმობა და დემოკრატიული არჩევანი ეჭვქვეშ დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვებია, „ვენესუელაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება ისინი ქმედებებად გადაიქცეს“.

მან დაწერა, რომ ევროპის საბჭო დაარსდა იმ იდეაზე, რომ ინდივიდის ღირსება და უფლებები, ასევე სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობა უნდა იყოს გარანტირებული კანონით და არა ძალით. თუმცა, როდესაც დიდი ძალა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ომისშემდგომი სამართლებრივი წესრიგის შექმნაში, ღიად აყენებს ეჭვქვეშ საერთაშორისო სამართლის აუცილებლობას, ეს ძირს უთხრის იმ საფუძვლებს, რომელთა გასაძლიერებლად მსოფლიო ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები