დანია, გრენლანდიის კონფლიქტის გამო, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას არ მიიღებს

დანიის მთავრობამ, გრენლანდიის გარშემო სიტუაციის ესკალაციის გამო, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასწრებაზე უარი თქვა, – ამის შესახებ “ბლუმბერგი” ორგანიზატორების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

„წელს დანიის მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი და დასწრებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შესაბამისი მთავრობის საქმეა. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დანიის მთავრობა ამ კვირაში დავოსში წარმოდგენილი არ იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 15 იანვარს გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებული ევროპული სახელმწიფოების სადაზვერვო მისია დაიწყო. კუნძული ქვეყნის ავტონომიური ტერიტორიაა. ამ ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 10%-იანი ტარიფებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ვაშინგტონის გეგმას კუნძულის ანექსიის შესახებ. ტარიფები ძალაში დარჩება მანამ, სანამ კუნძულის შესყიდვაზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები