“მთავარია, ჭკუა ვისწავლეთ ქართველებმა და სხვის ომებში აღარ ვომობთ – ერთმანეთი აღარ დავჭამოთ, გვეყოს” – მეუფე იაკობი

“მთავარია, ჭკუა ვისწავლეთ ქართველებმა და სხვის ომებში აღარ ვომობთ, ერთმანეთი აღარ დავჭამოთ, გვეყოს”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას ისაუბრა.

„ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო. ჩვენს უწმინდესს, წმინდა სინოდს, ეკლესიის ყველა შვილს, ჩვენს მთავრობას და მხედრობას, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ ამ დიდ დღეს, იმ ადამიანებს, ქუჩებში რომ დარბიან, თუმცა ნამდვილად არ ვიცი რატომ დარბიან. მთავარია, ჭკუა ვისწავლეთ ქართველებმა და სხვის ომებში აღარ ვომობთ, ერთმანეთი აღარ დავჭამოთ, გვეყოს. სწორად წავიდეთ წინ, რომ ვინმეს ხახაში არ ჩავუვარდეთ. საქართველოსთვის სიკეთე ვაკეთოთ, ამაში შევეჯიბროთ ერთმანეთს“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები