ისრაელში, საბავშვო ბაღში, სახიფათო ნივთიერებამ გაჟონა – არის მსხვერპლი

იერუსალიმში, საბავშვო ბაღში უცნობი, საშიში ნივთიერების სავარაუდო გაჟონვის შემდეგ, 55 ბავშვი საავადმყოფოში მოათავსეს,- ამის შესახებ პორტალი Ynet-ის ციტირებით, ეროვნული სასწრაფო დახმარების სამსახური Magen David Adom იტყობინება.

„ორმოცდათხუთმეტი ბავშვი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ორი ჩვილი, რომელთა მდგომარეობა კრიტიკულად არის შეფასებული და რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ განცხადების პარალელურად, სახელმწიფო მაუწყებელმა Kan-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი ჩვილი, 3 და 4 თვის, გარდაიცვალა.

პოლიცია კერძო საბავშვო ბაღში გამათბობელი მოწყობილობიდან საშიში ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გაჟონვის ფაქტს იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები