“ცენტრალური გზები და გამზირები, ასევე, მეორეხარისხოვანი გზები სრულად გაწმენდილია და გადაადგილება თავისუფალია; ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა არსად გვაქვს” – კახა კალაძე

„მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური – „თბილსერვის ჯგუფი“, გამგეობები. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადგან აქტიური თანამშრომლობა ხდება საპატრულო პოლიციასთან, „112“-თან, რადგან თუ რამე აუცილებლობა არსებობს, ცხელი ხაზი ჩართულია და გვაწვდიან ინფორმაციას, სად რა მდგომარეობა არსებობს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ განმარტა, გარდა ამისა, მოქმედებს დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზი.

“ინფორმაციას ასევე ვიღებთ ავტობუსების მძღოლების საშუალებით. ცენტრალური გზები და გამზირები, ასევე, მეორეხარისხოვანი გზები სრულად გაწმენდილია და გადაადგილება თავისუფალია. ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა არსად გვაქვს. დღეს ღამე და ხვალ, მთელი დღის განმავლობაში, მოსალოდნელია უხვი ნალექი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გზებზე შეფერხება არ იყოს. ტექნიკური მარილის დაყრის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. აქვე მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, განსაკუთრებით შემოერთებულ ტერიტორიებზე, რომ ზამთრის საბურავების გარეშე თავი შეიკავონ გადაადგილებისგან“, – განაცხადა თბილისის მერმა.

დედაქალაქში თოვლისგან გზების გაწმენდა გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები