“ბოლო კვლევებში, რაც ევროკომისიამ გამოაქვეყნა, კორუფციის კუთხით პირველ ადგილზე ევროპაში უკრაინაა, მეორე ადგილზე – მოლდოვა” – ქადაგიშვილი

“სწორედ ასეთ ქვეყანას [მოლდოვა] და ასეთ პრეზიდენტს [მაია სანდუ] ევროკავშირი და  აქაური ვითომ პროევროპელები წარმოგვიდგენენ მაგალით ლიდერად და მაგალით სახელმწიფოდ”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

ამასთან, დეპუტატმა ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბოლო კვლევაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც კორუფციის კუთხით პირველ ადგილზე ევროპაში უკრაინაა, მეორე ადგილზე – მოლდოვა.

„სწორედ ასეთ ქვეყანას [მოლდოვა] და ასეთ პრეზიდენტს [მაია სანდუ] ევროკავშირი და  აქაური ვითომ პროევროპელები წარმოგვიდგენენ მაგალით ლიდერად და მაგალით სახელმწიფოდ და გვეუბნებიან, რომ ეს ქვეყანა არის მზად ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის. რეალობა კი აბსოლუტურად სხვაა. ბოლო კვლევებში, რაც ევროკომისიამ გამოაქვეყნა, კორუფციის კუთხით პირველ ადგილზე ევროპაში უკრაინაა, მეორე ადგილზე – მოლდოვა”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები