„თუ გამოიკვეთება ფასის ხელოვნურად გაზრდის ნაწილში გარიგებები, ცხადია, ეს ყველა შემთხვევაში გამოიწვევს პროდუქტის გაიაფებას მთელი რიგი პროცენტული მაჩვენებლით სხვადასხვა პროდუქტთან მიმართებით” – გიორგი აბაშიშვილი

“ჩნდება კითხვა, რა ხდება საბაჟოდან სუპერმარკეტამდე, როდესაც სახელმწიფო ყველანაირ პირობას ქმნის, რომ ეს პროდუქცია იყოს იაფად განთავსებული სუპერმარკეტების დახლებზე”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა პროდუქტზე არსებულ მაღალ ფასებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ამ მხრივ, ბევრი საკითხია ძალიან ბუნდოვანი.

„თუ გამოიკვეთება ფასის ხელოვნურად გაზრდის ნაწილში გარიგებები, ცხადია, ეს ყველა შემთხვევაში გამოიწვევს პროდუქტის გაიაფებას მთელი რიგი პროცენტული მაჩვენებლით სხვადასხვა პროდუქტთან მიმართებით. არ ზარალდება არც სუპერმარკეტი, არც კეთილსინდისიერი მიმწოდებელი და რა თქმა უნდა სარგებელს იღებს მომხმარებელი. ამ შემთხვევაში ზარალდებიან ის ადამიანები, რომლებიც იქნებიან უკანონო გარიგებების მონაწილეები“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები