ორბელის უღელტეხილსა და ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-125 (ოფიტარა-მელე) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (წყალტუბოს გადასახვევი-ოფიტარა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 (ორბელის უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – წერია ინფორმაციაში.