ზაქარეიშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის დაცვის საკითხს დააყენებს
უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მოხსენებით წარდგება, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის დაცვას შეეხება.
„როგორც კი გაიჟღერა ჩემმა გვარმა, რომ უნდა დავსწრებოდი უშიშროების საბჭოს სხდომას, მაშინვე განვაცხადე თანხმობა. მე წარვდგები მოხსენებით და ეს არის ახლი რეალობიდან გამომდინარე, როგორ უნდა მოხდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის დაცვა“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ცნობისთვის, უშიშროების საბჭოს სხდომა 18:00 საათზე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება. მას პრემიერ-მინისტრიც დაესწრება.