მაია ფანჯიკიძე უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოხსენებით გამოვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გასაფორმებელ დოკუმენტთან დაკავშირებით მოხსენებით წარსდგება.
“მე მოკლე მოხსენებას გავაკეთებ, თუ რა გაკეთდა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთვის, რომ შესაბამისი რეაგირება იყოს იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ შესთავაზა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ადმინისტრაციაში დღეს, 18.00 საათზე დაიწყება.