2025 წლის გეგმა, რომ სასტუმროებში ბიუჯეტი შეგვესრულებინა – თითქმის ყველა სასტუმროში შევასრულეთ და მეტიც, 100 პროცენტს გადავაცილეთ” – “Ka ჯგუფის” წარმომადგენელი
“ძალიან კარგი წელი გამოვიდა 2025 წელი. წინა წელთან შედარებით, 20-25 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. ზოგადად, რთულად დავიწყეთ წელი, იანვარი-თებერვალი ჩამორჩენა გვქონდა, თუმცა ივლისიდან მოყოლებული ძალიან კარგი სტატისტიკები მივიღეთ”, – ამის შესახებ “Ka ჯგუფის” წარმომადგენელმა, ირაკლი ჭიღლაძემ ტურისტული წლის შეჯამებასთან დაკავშირებით “კვირას” განუცხადა.
მისი შეფასებით, წინა წლებთან შედარებით 2025 წელი ბევრად ნაყოფიერი იყო.
“კონკრეტული თვეების ბიუჯეტები გადაჭარბებით შევასრულეთ, რამაც წინა თვეების ჩამორჩენები სრულად დააბალანსა.
საბოლოო ჯამში, ის რაც დაგეგმილი გვქონდა, რომ 2025 წელს ბიუჯეტები შეგვესრულებინა სასტუმროებში – თითქმის ყველა სასტუმროში 100 პროცენტს გადავაცილეთ. მხოლოდ საირმეს ჰქონდა შედარებით ნაკლები შესრულება ისიც იმიტომ, რომ ნოემბერი-დეკემბერი ვერ მოვემსახურეთ სტუმრებს”,- განაცხადა ირაკლი ჭიღლაძემ.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით,
საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.
მათივე ცნობით, გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.