რუსეთმა გლობალური მშვიდობის რეიტინგში ბოლო ადგილი დაიკავა

რუსეთმა გლობალური მშვიდობის ინდექსში (GPI) ბოლო, 163-ე ადგილი დაიკავა,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP) იტყობინება.

რუსეთის პოზიცია სიაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორი პოზიციით დაქვეითდა. საბოლოო ცხრილში მას, სხვა ქვეყნებთან ერთად, სუდანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და იემენი ასწრებენ. GPI-ის რეიტინგი მოიცავს 163 ქვეყანას, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 99.7% ცხოვრობს.

მკვლევრები აანალიზებენ შეიარაღებული კონფლიქტის დონეს, მილიტარიზაციის ხარისხს, დანაშაულის მაჩვენებლებს და საერთო პოლიტიკურ სიტუაციას.

2025 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნებია ისლანდია, ირლანდია, ახალი ზელანდია, ავსტრია, შვეიცარია, სინგაპური, პორტუგალია, დანია, სლოვენია და ფინეთი.

უკრაინა, სადაც რუსეთის მიერ დაწყებული ომი თითქმის ოთხი წელია მიმდინარეობს, 162-ე ადგილზეა, რუსეთზე ერთი პოზიციით მაღლა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის Global Peace Index‑ის მიხედვით, გლობალურ რეიტინგში მშვიდობის დონით საქართველო 109‑ე ადგილზეა. ეს პოზიცია უკანასკნელი წლის მონაცემებთან შედარებით, 8 ადგილით არის ჩამოქვეითებული წინა წელთან შედარებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები