Bristol Hotel & Spa Bakuriani-ს გაყიდვების ხელმძღვანელი: შარშანდელთან შედარებით, ძალიან კარგი ტურისტული სეზონია და წელი

“შარშანდელთან შედარებით, ძალიან კარგი ტურისტული სეზონია”, – ამის შესახებ Bristol Hotel & Spa Bakuriani-ს გაყიდვების ხელმძღვანელმა, ანი ბერუაშვილმა “კვირასთან” ისაუბრა.

მან წარმატებული ტურისტული წელი Bristol Hotel and Spa Bakuriani-ს მაგალითზე შეაფასა.

“ბაკურიანში ჩვენი სასტუმრო სეზონურია. ვიხსნებით ზამთარში, გაზაფხულზე ვიკეტებით, ზაფხულში ისევ ვხსნით სასტუმროს. რაც შეეხება ზამთრის სეზონს – ჯერჯერობით, ძალიან კარგი სეზონია. წელს ბუქინგიდან ძალიან კარგი ჯავშნები გვაქვს შემოსული. 90-პროცენტი არის ლონგსთეი ანუ 3-4 ღამე და მეტი. სტუმრად გვყავდა პრინცესაც, რომელიც გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი ოჯახის პრინცესა იყო. ამ სტუმრობამ ძალიან გაგვახარა. ჩამოვიდა ორი დამხმარით და აუარებელი ჩემოდნით. ჩვენთან იცხოვრა და ძალიან მოეწონა.

ახლაც, 22 რიცხვამდე სასტუმრო სრულიად დაკავებულია. შემდგომშიც არის ჯავშნები, თუმცა უფრო და უფრო მეტს ველოდები, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია. ბაკურიანზე შარშან ასეთი მოთხოვნა არ იყო. იმედია, თებერვალიც კარგი იქნება. თოვლი კარგია. ბაკურიანში ძალიან ბევრი ხალხია. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის.
ნელ-ნელა ვიწყებთ ზაფხულისთვის წინასწარი ჯავშნების მზადებას.
ზამთარი ძალიან კარგია და მომწონს.
ბუქინგის სტუმრები წელს ძალიან ბევრნი იყვნენ. ტურისტები იყვნენ: დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, ებრაელები, ინდოელები და არაბებიც რა თქმა უნდა გვყავდნენ, თუ სწორად მახსოვს, შვეიცარიიდანაც იყვნენ.

საბოლოო ჯამში ბუქინგიდან შემოსული უცხოელი სტუმრები ძალიან ჭარბობდნენ.
დეკემბერ-იანვრის პერიოდში ქართველებისგან უფრო ნაკლები მქონდა ჯავშნები, ვიდრე ბუქინგის სტუმრებიდან. ესენი ის სტუმრები არიან, რომლებმაც ოქტომბრიდან დაიწყეს დაჯავშნა და დაახლოებით 80 პროცენტი გაყიდული იყო ახალი წლის ღამეს.

შარშანდელთან შედარებით, ძალიან კარგი სეზონია და წელი”,- განაცხადა Bristol Hotel and Spa Bakuriani-ს გაყიდვების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით,
საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.

მათივე ცნობით, გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები