ნატალია კვაჭანტირაძე: ტურისტული ვიზიტორების სტატისტიკური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნდა როგორც საერთაშორისო ვიზიტორების, ასევე, უშუალოდ, ტურისტული ვიზიტების თვალსაზრისით – მისასალმებელია, რადგან ეს პირდაპირი წესით აისახება ბიზნესის შემოსავლებზე და ძლიერი ბიზნესი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის
„ტურისტული ვიზიტორების სტატისტიკური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნდა როგორც საერთაშორისო ვიზიტორების, ასევე, უშუალოდ, ტურისტული ვიზიტების თვალსაზრისით – მისასალმებელია, რადგან ეს პირდაპირი წესით აისახება ბიზნესის შემოსავლებზე და ძლიერი ბიზნესი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის,“- ამის შესახებ „კვირას“ ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა, ნატალია კვაჭანტირაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, გასული წელი გამოირჩეოდა სხვადასხვა ტურისტული მიმართულებებით როგორიცაა მაგ: სათავგადასავლო ხაზი, ბიზნესტურიზმის მიმართულება, ასევე კურორტები რომელიც იზიდავს დაინტერესებულ მომხმარებელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ტურისტული ვიზიტორების სტატისტიკური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნდა როგორც საერთაშორისო ვიზიტორების, ასევე, უშუალოდ, ტურისტული ვიზიტების თვალსაზრისით – მისასალმებელია, რადგან ეს პირდაპირი წესით აისახება ბიზნესის შემოსავლებზე და ძლიერი ბიზნესი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. რაც შეიძლება მეტი სარგებელი ბიზნესს იმისთვის რომ კიდევ უფრო გააფართოონ თავიანთი ბიზნესს შესაძლებლობები და კიდევ უფრო წარმატებით დაიწყოს ოპერირება ამ წელს. ის მაჩვენებლები რომელიც არის გამოქვეყნებული დაბალანსებულია როგორც რეგიონის, ასევე დედაქალაქის ჭრილში. ხარისხობრივი მაჩვენებელიც შედარებით გაუმჯობესებულია, რადგანაც კულტურული ტურიზმი ლიდერობს საქართველოში, მაგრამ გასული წელი გამოირჩეოდა ასევე სხვადასხვა ტურისტული მიმართულებებით როგორიცაა მაგ: სათავგადასავლო ხაზი, ბიზნესტურიზმის მიმართულება, ასევე კურორტები რომელიც იზიდავს დაინტერესებულ მომხმარებელს რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს უფრო მეტი დივერსიფიცირება რეგიონების ჭრილში და კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება იყოს ტურისტული შეთავაზებების ნაწილში,“- განუცხადა „კვირას“ ნატალია კვაჭანტირაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.