ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს 29 იანვარს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტს 29 იანვარს, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.

ამის შესახებ ევროპული გამოცემა Politico ორ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით იტყობინება.

მათი თქმით, შემოთავაზებული სია მოიცავს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირის სანქციების რეჟიმის 21 პუნქტს.

„პოლიტიკო“ განმარტავს, რომ გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები ყველაზე ხმამაღლა უჭერენ მხარს თეირანის წინააღმდეგ შეზღუდვების გამკაცრებას. თუმცა, როგორც Euractiv-ი იტყობინება, ევროკავშირი არ აპირებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას რომის, პარიზის და მადრიდის წინააღმდეგობის გამო.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ გამორიცხავს ირანის წინააღმდეგ სანქციების შემდგომ გამკაცრებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები