სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა სტარტაპმა GRU Space-მა მთვარეზე სასტუმროების აშენების გეგმების შესახებ გამოაცხადა.
კერძო კოსმოსურმა სტარტაპმა განაცხადა, რომ 2032 წლისთვის მთვარეზე პირველი სასტუმროს აშენებას გეგმავს, თუმცა პროექტი ამ ეტაპზე მხოლოდ კონცეფციისა და გრძელვადიანი გეგმის დონეზე რჩება და ოფიციალურად დამტკიცებული ან გარანტირებული არ არის.
პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ სასტუმრო გათვლილი იქნება შეზღუდული რაოდენობის სტუმრებზე და მოითხოვს მაღალტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, მათ შორის სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემებსა და ტრანსპორტირების ახალ შესაძლებლობებს.
მომხმარებლებს სასტუმროებამდე ისეთი კომპანიების მიერ მართული ლიცენზირებული კომერციული მანქანებით გადაიყვანენ, როგორიცაა SpaceX ან Blue Origin. GRU Space უზრუნველყოფს ტურისტებისთვის ტრენინგს და სამედიცინო შემოწმებას, ფრენის დაგეგმვას და გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში რისკების დაფარვას.
კოსმოსური დარგის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად მსგავსი ინიციატივების ზრდისა, 2032 წლისთვის მთვარეზე სასტუმროს რეალურად აშენება სერიოზულ ტექნიკურ, ფინანსურ და უსაფრთხოების გამოწვევებს უკავშირდება.
მათი შეფასებით, მსგავსი გეგმები უფრო სტრატეგიულ ხედვასა და ინვესტორების დაინტერესებას ემსახურება, ვიდრე უკვე განსაზღვრულ მშენებლობის გრაფიკს.
NASA-სა და სხვა სახელმწიფო კოსმოსურ სააგენტოებს პროექტში ოფიციალური მონაწილეობა ან მხარდაჭერა ამ ეტაპზე არ დაუდასტურებიათ.