სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
სამხრეთ კორეის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, იუნ სუკ იოლს, ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა 2024 წლის დეკემბერში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების მცდელობასთან დაკავშირებულ საქმეზე.
2025 წლის 3 იანვარს, პრეზიდენტის გვარდიამ სამართალდამცავ ორგანოებს ხელი შეუშალა იუნ სოკ-იულის დაკავებაში სეულში, მის რეზიდენციაში. მათ ეს მხოლოდ მეორე მცდელობისას, 2025 წლის 15 იანვარს, მოახერხეს. იმ დროს ის კვლავ მოვალეობის შემსრულებლად ითვლებოდა, თუმცა მისი უფლებამოსილება შეჩერებული იყო იმპიჩმენტის შემდეგ.
პროკურატურის მტკიცებით, სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების მცდელობა არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ კრიტერიუმებს და მიზნად ისახავდა პოლიტიკური კრიზისის ძალისმიერი მეთოდებით მართვას.
საქმე სეულის ცენტრალური რაიონული სასამართლოს სხდომაზე განიხილეს. ბრალდების მხარემ შვიდი ბრალდება წაუყენა, მათ შორის, მთავრობის წარმომადგენლებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უკანონო დოკუმენტების შექმნა და პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურისა და პრეზიდენტის არქივების შესახებ კანონების დარღვევა.
როგორც საერთაშორისო მედიაში წერენ, სამხრეთ კორეაში ეს ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული პოლიტიკური სასამართლო პროცესია ბოლო წლების განმავლობაში.