სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საკრებულოს შენობიდან საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
როგორც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ განაცხადა, ეროვნული დროშის დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც საქართველო 2012 წლიდან აღნიშნავს.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, სახელმწიფო დროშის დღე. თბილისის საკრებულო სახელმწიფო დროშის დღეს მისი დაარსების დღიდან აღნიშნავს. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ტრადიციულად, თბილისის საკრებულოს შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშები გადმოფინა“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ.
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ კანონის თანახმად, 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ 2012 წელს გამოცხადდა.