დავით შერაზადიშვილი: 14 იანვარს ქართული თეატრის დღეა – დღე ყველასი, ვისაც ერთხელ მაინც უგრძვნია სცენიდან წამოსული ის საოცარი ენერგია, რომელიც მხოლოდ თეატრს ახასიათებს
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი ბოლნისის მუნიციპალური თეატრისა და ზინაიდა კვარანჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასებს ქართული თეატრის დღეს ულოცავს.
„14 იანვარს ქართული თეატრის დღეა – დღე ყველასი, ვისაც ერთხელ მაინც უგრძვნია სცენიდან წამოსული ის საოცარი ენერგია, რომელიც მხოლოდ თეატრს ახასიათებს.
მთელი გულით ვულოცავ ამ დღეს თეატრის ყველა ერთგულ მოღვაწესა და მოყვარულს. განსაკუთრებული სიყვარულით კი მინდა მივულოცო ბოლნისის მუნიციპალური თეატრისა და ზინაიდა კვარანჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასებს!
თეატრი მხოლოდ ხელოვნება არ არის, ეს არის ცოცხალი სამყარო, სადაც თქვენი ნიჭითა და თავდადებით ყოველდღიურად პატარა სასწაულებს ახდენთ. რეგიონში თეატრების არსებობა კი სულ სხვაგვარი, განსაკუთრებული სითბოსა და იმედის მომცემია – თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ფერებს მატებთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ! გისურვებთ, სცენაზე დგომისას ყოველთვის გეგრძნოთ ის დიდი სიყვარული, რასაც მაყურებელი თქვენ მიმართ განიცდის. არასოდეს მოგკლებოდეთ შემოქმედებითი წინსვლა და გულწრფელი აპლოდისმენტები.“ -აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.