ახალი წლის დღეების ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით საახალწლო კონცერტი გაიმართა
ახალი წლის დღეების ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით საახალწლო კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
“კონცერტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, მუსიკალური ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და შობა-ახალი წელი მიულოცა”,- წერია ინფორმაციაში.