სანდრო ბრეგაძე: არ გემუქრები ბიძიკო და არც მაინტერესებს შენი არსებობა-თქო, მაინც არ დაოკდა…
მოძრაობა “ეროვნულების” ლიდერი სანდრო ბრეგაძე მოძრაობა “იდენტობის” ლიდერს, ირაკლი ვაჭარაძეს პასუხობს.
როგორც ბრეგაძე წერს, მან საერთოდ არ იცის ვაჭარაძის არშებობის შესახებ. ბრეგაძე მიიჩნევს, რომ ვაჭარაძის ქმედება „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციაა. “რა საოცრებები ხდება ჩვენს ქვეყანაში. მოკლედ ვინმე ვაჭარაძე საქვეყნოდ გაჰკივის, რომ სანდრო ბრეგაძე მემუქრება და თუ რამე მომივიდა მისი ბრალი იქნებაო. რა საერთო მაქვს ამ არსებასთან? მე თვითონ მიკვირს, რა დავემუქრე? საერთოდ არ ვიცი მისი არსებობა და არც დღეს მაინტერესებს. გავარკვიე ნაცების თავგადაკლული ქომაგი ყოფილა. ახლა მივწერე არ გემუქრები ბიძიკო და არც მაინტერესებს შენი არსებობათქო. მაინც ვერ დაოკდა და კივის. თან მეცინება და თან სიბრალული მიპყრობს. აგერ ბატონო საჯაროდ ვაცხადებ, რომ ეს ყველაფერი კეთდება მხოლოდ იმის გამო, რომ როდესაც მან უწმინდესი საქართველოს მტრად მოიხსენია. ამის გამო სერგო ორჯონიკიძის სულიერ შვილად მოვიხსენიე. არც ვემუქრები და არც მაინტერესებს ვინაა, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას მოვუწოდებ, რომ ცოტა დახვეწონ პროვოკაციები და შანტაჟი, ახლა ვერც ეს არსება და ვერც სხვები ვერ ამაღებინებენ ხელს ჩემი აზრების დაფიქსირებაზე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე უწმინდესის და უნეტარესის შეურაცხყოფას ეხება,” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბრეგაძე. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „იდენტობას“ ლიდერი ასევე ფესბუქის გვერდზე წერდა, რომ მას ემუქრება სანდრო ბრეგაძე, ხოლო კანონი პოლიციისთვის მიმართვის შესაძლებლობას არ აძლევს. „მე მემუქრება ადამიანი, რომელიც არის არა მხოლოდ მინისტრის მოადგილეა, არამედ სრულიად უდანაშაულო ადამიანისთვის იარაღის თავში ჩარტყმისთვის არის გასამართლებული (ბენზინგასამართ სადგურზე მილი გაგლიჯა და აქეთ ჩაარტყა იარაღი თავში თანამშრომელს). საჯაროდ დავწერე. კანონი პოლიციისთვის მიმართვის შესაძლებლობას არ მაძლევს (და რასაც მაძლევს, ყველა იმ საშუალებას გამოვიყენებ). მეტი რა გავაკეთო? მთავრობის წევრი საჯარო ძალადობით ემუქრება ადამიანს და ჩაქოლვისკენ მოუწოდებს. მეტი საშინელება რა შეიძლება მოხდეს დემოკრატიულ სახელმწიფოში? ამ სანდრო ბრეგაძემ ან მისგან წაქეზებულმა ვინმემ რომ მომკლეს, ფეისბუქზე დამიწერთ გულებს და “R.I.P”-ს ხომ? მადლობა წინასწარ“, – წერს ვაჭარაძე.