სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულები შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ტრადიციულად წირვა-ლოცვით შეხვდნენ
“მსჯავრდებულები შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ტრადიციულად წირვა-ლოცვით შეხვდნენ”,- ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
“მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.
დღესასწაულთან დაკავშირებით, №15 (ქსნის) დაწესებულებას სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ესტუმრა,საღვთო ლიტურგიას დაესწრო და თანამშრომლებსა და მსჯავრდებულებს შობა მიულოცა”,- წერია ინფორმაციაში.