“დასავლეთ საქართველო ახალ წელს უმეტესად თოვლჭყაპით შეხვდება, აღმოსავლეთი კი – მცირე თოვლით” – მეტეოროლოგი
“დასავლეთ საქართველო ახალ წელს უმეტესად თოვლჭყაპით შეხვდება, აღმოსავლეთი კი – მცირე თოვლით”, – ამის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.
“1-ელი იანვრის ღამის საათებში ისევ გაგვიავდრდება, კვლავ მოსალოდნელია ნალექი – დასავლეთში უფრო ინტენსიური, აღმოსავლეთში კი მსუბუქი, 2 იანვრის ღამითაც შენარჩუნდება ნალექი და საბოლოოდ ორშივე საღამოს საათებში გამოიდარებს”, – წერს მეტეოროლოგი.