სახალხო მკურნალ დომენტი გაგნიძის ოფისი გაქურდეს
თბილისში, აწყურის ქუჩაზე ქურდობა მოხდა. მძარცველებმა სახალხო მკურნალის სახელით ცნობილი დომენტი გაგნიძის ოფისი გაქურდეს.
როგორც “კვირას“ იურისტმა, დომენტი გაგნიძის წარმომადგენელმა გიორგი ბერიაშვილმა განუცხადა, მძარცველებმა ოფისიდან 6000 ათასი ლარი წაიღეს.
მისვე ინფორმაციით, ქურდობა პარასკევიდან კვირის მონაკეთში მოხდა.
“ბატონი დომენტი პარასკევს ოფისიდან წამოვიდა და კახეთში გაემგზავრა, რაიონიდან კვირას დაბრუნდა, ოფისში მისულს კი სამუშაო კაბინეტის ინვენტარი დაზიანებული 6000 ათასი ლარის ოდენობის თანხა კი წაღებული დახვდა“, – განუცხადა “კვირას“ იურისტმა.
მისივე თქმით, დომენტი გაგნიძე ვარაუდის დონეზეც ვერ ასახელებს თუ ვის შეიძლება გაექურდა მისი ოფისი. შინაგან საქმეთა სამინისტროში ქურდობის ფაქტს ადასტურებენ. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 (ქურდობა) მუხლით მიმდინარეობს.