შალვა პაპუაშვილი: ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა, როგორც ახლა უკრაინაა რომ დაგვეჯერებინა მაშინ ევროპელებისთვის, რომლებიც თითქოს იზოლაციაში აქცევდნენ რუსეთს და ახლა საუბრობენ იმაზე, რომ ხელახლა დაიწყონ მასთან საუბარი

,,ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა, როგორც ახლა უკრაინაა რომ დაგვეჯერებინა მაშინ ევროპელებისთვის, რომლებიც თითქოს იზოლაციაში აქცევდნენ რუსეთს და ახლა საუბრობენ იმაზე, რომ ხელახლა დაიწყონ მასთან საუბარი”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ადრე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ არაფერი ახალი არ ხდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადატვირთვის ღილაკს დააჭირეს ერთად ხელი. ყველა მთავრდება მშვიდობით, საქმე ისაა, ვინ ზიანდება ამ ომისგან. ერთი რამ შეგვიძლია დღევანდელი გამოსახედიდან ვთქვათ, მითუმეტეს ევროკავშირის წუხანდელ გადაწყვეტილებებს თუ გავითვალისწინებთ, შეუძლებელია ჯერ იმის თქმა, ვინმე თუ იქნება ამ [რუსეთ-უკრაინის] ომის გამარჯვებული, თუმცა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული. ეს არის უკრაინა და ევროკავშირი. უკრაინა, რომელსაც ახლა უწევს გადაწყვეტილების მიღება საკუთარი ტერიტორიების დე ფაქტო აღიარებაზე, რომელმაც ასობით ათასი მოქალაქე დაკარგა, დაღვარა სისხლი, დაანგრია ეკონომიკა და ევროკავშირი, რომელსაც ახლა საკუთარ მხრებზე აჰკიდეს ტვირთი უკრაინის ფინანსური დახმარების, სამხედრო დახმარების ფინანსური უზრუნველყოფის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები