შალვა პაპუაშვილი: გუშინ ევროპულ საბჭოზე საქართველოზე განცხადება ჩავარდა და დანიამ ერთპიროვნულად გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც დოკუმენტირებულად ვნახეთ მოთხოვნა, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები

,,ევროპულ საბჭოზე საქართველოზე განცხადება ჩავარდა და დანიამ ერთპიროვნულად გამოაქვეყნა ეს ტექსტი, რომელშიც დოკუმენტირებულად ვნახეთ მოთხოვნა, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საქართველოსთვის ბიძგის მიცემა, რომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ესკალაციაში შევიდეს რუსეთთან და ამ ესკალაციის ბოლოს რომ სამხედრო დაპირისპირებაა, ამას ამ განცხადების ავტორები ან მიამიტები არიან და ვერ ხვდებიან, ან მავნებლები არიან.

„გუშინ ევროპულ საბჭოზე საქართველოზე განცხადება ჩავარდა და დანიამ ერთპიროვნულად გამოაქვეყნა ეს ტექსტი, რომელშიც დოკუმენტირებულად ვნახეთ მოთხოვნა, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები. ნახეთ, რომ ამ ჩავარდნილი პროექტით მოითხოვდნენ სრულ თანხვედრას რუსეთის და ბელარუსის მიმართ დაწესებულ შეზღუდვებზე. სრული თანხვედრა კი ნიშნავს სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და ბელარუსისთვის – ამას მოითხოვს დღეს ბრიუსელი. ამაზე ვსაუბრობთ სამი წელია. ზუსტად ეს იყო, რასაც სხვა ყველაფერთან ერთად, დახურულ კარს მიღმა ითხოვდნენ და გარეთ არ საუბრობდნენ. შარშან ევროპარლამენტმა რეზოლუციაში ჩაწერა პირველად, ახლა დანიის განცხადებაში ვნახეთ ეს ჩანაწერი. ეს არის საქართველოსთვის ბიძგის მიცემა, რომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ესკალაციაში შევიდეს რუსეთთან და ამ ესკალაციის ბოლოს რომ სამხედრო დაპირისპირებაა, ამას ამ განცხადების ავტორები ან მიამიტები არიან და ვერ ხვდებიან, ან მავნებლები არიან და ისეთი ესკალაციისკენ გვიბიძგებენ, რომლის ბოლოშიც ომია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები