„კიდევ ბევრ პარალელს დავინახავთ 2008 წელსა და იმ სამშვიდობო მოლაპარაკებებს შორის, რომლებიც უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც მარიონეტულ ომში ერთვები და ხდები სხვისი მარიონეტი, ჯერ შენივე ხელით გაგაფუჭებინებენ საქმეს და შემდეგ შენივე ხელით მოგაწერინებენ ხელს იმაზე, რომ ეს გაფუჭებული საქმე შენი გაკეთებულია.
„ჯერ კიდევ ბევრ პარალელს დავინახავთ 2008 წელსა და იმ სამშვიდობო მოლაპარაკებებს შორის, რომლებიც უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. შეიყვანეს ამ ომში და შემდეგ თვითონვე მოაწერინეს ხელი, რომ ომი თავად დაიწყეს. აი ეს არის ვასალების ბედი. ეს არის მარიონეტებით ბედი. როდესაც მარიონეტულ ომში ერთვები და ხდები სხვისი მარიონეტი, ჯერ შენივე ხელით გაგაფუჭებინებენ საქმეს და შემდეგ შენივე ხელით მოგაწერინებენ ხელს იმაზე, რომ ეს გაფუჭებული საქმე შენი გაკეთებულია. აი ეს არის ის განაჩენი, რომელსაც ყველა მარიონეტს საბოლოო ჯამში გამოუტანს ისტორია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.