მაკა ბოჭორიშვილი: ის კამპანიები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ საკუთარ თავზე განიცადა, ყოველთვის უსაფუძვლო იყო

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირიდან ლატვიის გავლით რუსეთში კაუჩუკის ექსპორტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ეს ის ქვეყნები არიან, რომლებიც ძალიან ხშირად სწორედ იმ უარყოფითი ტენდენციების შემოქმედები არიან, რასაც შემდეგ ჩვენ ვაწყდებით ხოლმე შემდგომ ბრიუსელში. სამწუხაროდ, ის კამპანიები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ საკუთარ თავზე განიცადა, ყოველთვის უსაფუძვლო იყო და მიმართული იყო ჩვენი იმიჯისა და რეპუტაციის დაზიანებისკენ და ჩვენი ინტერესების შელახვისკენ. აქ საუბარია ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე როდესაც ეს კამპანიები ეწყობა, როდესაც ჩვენი ქვეყნის შესახებ დეზინფორმაციები ვრცელდება, ეს აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. სამწუხაროდ, ჩვენ ეს არაერთხელ ვიხილეთ და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სწორედ იმ ქვეყნების მხრიდან გრძელდება, რომლებიც ჩართულები არიან თურმე რუსეთის სასარგებლოდ გარკვეულ ქმედებებში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები