“სხვადასხვა პროდუქტის მიწოდება რუსეთისთვის ლატვიის, ლიტვის, თუ სხვა ქვეყნების გავლით ხდებოდა ყოველთვის და გვაბრალებდნენ ჩვენ, რომ თითქოს „შავი ხვრელები“ შევქმენით” – ვოლსკი

“სხვადასხვა პროდუქტის მიწოდება რუსეთისთვის ლატვიის, ლიტვის, თუ სხვა ქვეყნების გავლით ხდებოდა ყოველთვის და გვაბრალებდნენ ჩვენ, რომ თითქოს „შავი ხვრელები“ შევქმენით”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.

ის გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ რუსეთის ფედერაციაში ნატურალური კაუჩუკის იმპორტი, რომელიც სამხედრო ინდუსტრიაში გამოიყენება, ლატვიის გავლით ხდება.

„სხვადასხვა პროდუქტის მიწოდება [რუსეთისთვის] ლატვიის, ლიტვის, თუ სხვა ქვეყნების გავლით ხდებოდა ყოველთვის და გვაბრალებდნენ ჩვენ, რომ თითქოს „შავი ხვრელები“ შევქმენით. ლატვიასთან დაკავშირებით უკვე უტყუარი ცნობები გვაქვს კაუჩუკთან დაკავშირებით და იქამდე იყო უშველებელი რაოდენობის ვისკის მიწოდება რუსეთისთვის. გადავხედოთ სიტუაციას და კიდევ ერთხელ ვილაპარაკოთ არა ორმაგ სტანდარტზე, არამედ იმ კონსპირაციაზე, რაც საქართველოს წინააღმდეგ იგეგმება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები