შოთა მურღულია თანამდებობაზე დააბრუნეს

  ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან კირკიტაძემ ქალაქის მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი შოთა მურღულია თანამდებობაზე დააბრუნა. კირკიტაძემ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის ბრძანება ბათილად ცნო.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია თანამდებობიდან 12 თებერვალს გადააყენეს. შოთა მურღულიასთვის ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების შეჩერების ბრძანებას ხელი ქუთაისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები