“ვინც ჯანსაღად აფასებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები ხვდებიან, საიდან მომდინარეობს საფრთხე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის, ლიზ ტრასის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
„ახალი და განსაცვიფრებელი იყო ის, რომ აქამდე მივიდნენ ყველასთვის სამაგალითო ქვეყნები, მათ შორის ისეთი, როგორიც ბრიტანეთია. ეს ადამიანიც, რომელსაც დიდი ინფორმაცია გააჩნია, ალბათ საკუთარი ქვეყნისთვის ფიქრობს და ამიტომაც აკეთებს ასეთ განცხადებებს”, – აღნიშნა ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ლიზ ტრასი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, თავისუფალი სიტყვის კრიზისის შესახებ საკუთარი შოუს მეორე ეპიზოდში საუბრობს.