საქალაქო სასამართლოში ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის წინასასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ლადო ბერძენიშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.
პროცესზე დაცვისა და ბარალდების მხარეები მტკიცებულებებს გაცვლიან.
ბერძენიშვილს განზრახ მკვლელობა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
ლადო ბერძენიშვილი სამართალდამცველებმა 4 სექტემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან თავისი ავტომანქანით, 2 სექტემბერს, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მიიყვანა გიორგი ოქროპირიძე, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ლაშა მახარაძეს ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა ორივე ეჭვმიტანილი დააკავეს. გიორგი ოქროპირიძის პროცესი ამ საქმეზე დეკემბერში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები