გაერო-ს გენერალური მდივანი კამბოჯასა და ტაილანდს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ ესკალაცია

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა კამბოჯასა და ტაილანდს შორის შეიარაღებული შეტაკებების განახლებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

„გენერალური მდივანი შეშფოთებულია კამბოჯასა და ტაილანდს შორის შეიარაღებული შეტაკებების განახლების შესახებ ინფორმაციით, განსაკუთრებით საჰაერო დარტყმების და სასაზღვრო ზონაში მძიმე ტექნიკის მობილიზაციის შესახებ ინფორმაციით. ის ორივე მხარეს მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია“, – ნათქვამია გუტერეშის პრესსპიკერის, სტეფან დიუჟარიკის განცხადებაში.

ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სასაზღვრო დავამ უკვე გამოიწვია მნიშვნელოვანი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება და საზღვრის ორივე მხარეს იძულებით გადაადგილებული პირების რიცხვი.

მედიის ცნობით,გუტერეში ხაზს უსვამს, რომ ორივე მხარემ უნდა დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები და ხელი შეუწყოს ჰუმანიტარულ დახმარებას, რადგან სიტუაცია გაუარესების საფრთხის წინაშე დგას.

დეესკალაციისკენ მოწოდებით, გუტერეშმა კამბოჯასა და ტაილანდს მოუწოდა, დაუბრუნდნენ 26 ოქტომბერს კუალა-ლუმპურში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის ჩარჩოებს.

მან ორივე მხარეს მოუწოდა „ხელახლა დაემორჩილონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და გაატარონ დეესკალაციისა და ნდობის აღდგენის ზომები“, ხაზი გაუსვა არსებული დიალოგის მექანიზმების გამოყენების აუცილებლობას მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად.

„გაერო მზადაა, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობისკენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები