მათიკაშვილი – BBC-ის რეპორტაჟზე: მათი ერთადერთი მიზანი იყო ჩვენს სამშობლოში სიტუაციის არევა, დაძაბვა, ხალხში შფოთის შეტანა და საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ ანტაგონიზმის გამოწვევა

“მათი ერთადერთი მიზანი იყო ჩვენს სამშობლოში სიტუაციის არევა, დაძაბვა, ხალხში შფოთის შეტანა და საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ იმ ანტაგონიზმის გამოწვევა, რაც, საბოლოოდ, არაფორმალური მმართველობის, იგივე „დიფ სთეითის“ მიზნების განხორციელებას შეუწყობდა ხელს”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა BBC-ის რეპორტაჟზე საუბრისას განაცხადა.

„ყველაფერს ეცადნენ და ახლა ამ მდარე, ზღვარს ქვემოთ დაშვებულ კამპანიას მიმართეს. BBC-ის რეპორტაჟი წამლავდა ქართველ ხალხს, იმისთვის რომ მათ საკუთარი მიზნებისთვის გადაეხვიათ და „დიფ სთეითის“ მიზნები შეესრულებინათ“, – თქვა მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, გამოყენებული იყო ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.

BBC-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

პარალელურად, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები