რატი იონათამიშვილი – აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე: ველოდები როდის გამოვა ქართული ოპოზიცია და ბრალს დასდებს ოფიციალურ ვაშინგტონს პრორუსულობაში
“ველოდები როდის გამოვა ქართული ოპოზიცია და ბრალს დასდებს ოფიციალურ ვაშინგტონს პრორუსულობაში, “- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირში არის ღირებულებითი კრიზისი.
„ველოდები როდის გამოვა ქართული ოპოზიცია ბრალს დასდებს ოფიციალურ ვაშინგტონს პრორუსულობაში. მათ ეს არაერთხელ უკადრებიათ და კიდევ რომ იკადრონ, არ გაგვიკვირდება. რაც შეეხება ამ ჩანაწერს, როდესაც ვამბობთ, რომ დღეს ევროკავშირში არის ღირებულებითი კრიზისი, სინამდვილეში ღირებულებითი კრიზისი მხოლოდ იდეების დეკადაში არ განისაზღვრება. ეს პირდაპირ ურტყამს ქვეყნის სუვერენიტეტს, დემოკრატიას და საზოგადოებას, წარმოშობს დემოგრაფიულ პრობლემებს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.