საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ერმეკ კოშერბაევის შეხვედრა.
მაკა ბოჭორიშვილმა ყაზახ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები. საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობას.
შეხვედრაზე აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების პერსპექტივები.