მაკა ბოჭორიშვილი მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ტურიზმის მინისტრს შეხვდა
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ტურიზმის მინისტრთან, იან ბორჯთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და მალტას შორის ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. ხაზი გაესვა ობიექტური შეფასებების და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას.
აღინიშნა, მალტის რესპუბლიკის მხარდაჭერა, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში.