მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებები, ასევე ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა.
აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას.
საუბარი ასევე შეეხო ცენტრალური აზიის რეგიონის თანამშრომლობის საკითხებს.