ეუთო-ს 32-ე მინისტერიალის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი სომეხ კოლეგას შეხვდა

ეუთო-ს 32-ე მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა.

რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას და საქართველოს მზაობას, თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გააქტიურებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები