დავით მათიკაშვილი – ლოურენს უილკერსონის განცხადებაზე: „გამჭვირვალობის კანონი“ საჭირო იყო იმისთვის, რომ „ენჯეოს“ თანამშრომლები, მათი ნებით თუ ნების გარეშე არ ყოფილიყვნენ გამოყენებულნი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ დაგეგმილ მზაკვრულ გეგმებში
„გამჭვირვალობის კანონი“ საჭირო იყო იმისთვის, რომ „ენჯეოს“ თანამშრომლები, მათი ნებით თუ ნების გარეშე არ ყოფილიყვნენ გამოყენებულნი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ დაგეგმილ მზაკვრულ გეგმებში,“- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ლოურენს უილკერსონის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„USAID-ის, NED-ის სკანდალის შემდგომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ენჯეო“ სექტორთან მიმართებით გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო, იყო აუცილებელი ბერკეტი იმისთვის, რომ სპეცსამსახურების საქმიანობაზე მომხდარიყო სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება და „ენჯეოს“ თანამშრომლები, მათი ნებით თუ ნების გარეშე რომ არ ყოფილიყვნენ გამოყენებულნი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ დაგეგმილ ძალიან მზაკვრულ გეგმებში“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ლოურენს უილკერსონმა აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორის გლენ დისენის პოდკასტში აშშ-ის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებაზე ისაუბრა.