გიორგი ვოლსკი – ლოურენს უილკერსონის განცხადებაზე: ეს არის ცნობილი სქემა, რომლითაც მოქმედებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სტრუქტურები

„ეს არის ცნობილი სქემა, რომლითაც მოქმედებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სტრუქტურები,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ლოურენს უილკერსონის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„ახლა გარკვეულად იცვლება პოლიტიკა, საინტერესო მიდგომები აქვს ახალ ადმინისტრაციას, დასაფასებელია, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გამოდის კონკრეტული ტექსტით, კონკრეტული ქმედებით, კონკრეტული თანხით მანიპულირებს, რასაკვირველია ემსახურება არა საქართველოს, არამედ შემკვეთის მოთხოვნებს და ეს მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში საქართველოს ინტერესებს უპირისპირდება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ლოურენს უილკერსონმა აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორის გლენ დისენის პოდკასტში აშშ-ის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები