დავით მათიკაშვილი – BBC-ს ფილმზე: ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ – ამისთვის იყენებენ მდარე რიტორიკას და არარსებულ მტკიცებულებებს

„ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ – ამისთვის იყენებენ მდარე რიტორიკას და არარსებულ მტკიცებულებებს,“- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა BBC-ს ფილმთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამისთვის იყენებენ მდარე რიტორიკას, არარსებულ მტკიცებულებებს. ვითომ ჩატარებულ სამედიცინო კვლევებს. არ ერიდებიან ჩვენი ქვეყნის მტრები და სრულიად აბსურდულ და ზღაპრულ გარემოებებს მოიშველიებენ არგუმენტებად საკუთარ შინაურ ცხოველებზე და ასე შემდეგ“, – აღნიშნავს მათიკაშვილი.

ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები