გიორგი კახიანი – BBC-ის ფილმის საერთაშორისო გამოხმაურებებზე: ზუსტად იგივე კამპანია მიმდინარეობს, რაც იყო სააკაშვილის ვითომ მოწამვლის კამპანია, ზუსტად ისევე დასრულდება ეს, როგორც სააკაშვილის კამპანია

ზუსტად იგივე კამპანია მიმდინარეობს, რაც იყო სააკაშვილის ვითომ მოწამვლის კამპანია, ზუსტად ისევე დასრულდება ეს, როგორც სააკაშვილის კამპანია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემაში „იმედი Live“ BBC-ის ფილმზე საერთაშორისო გამოხმაურებების შეფასებისას განაცხადა.

კახიანი არ გამორიცხავს, რომ ფილმში გაჟღერებული ბრალდებები ევრობიუროკრატებმა საქართველოს წინააღმდეგ მანიპულირების საშუალებად გამოიყენონ.

„დეკემბერში ევროკომისიის გარკვეულ გადაწყვეტილებებს ველოდებით. ეს თემა შეიძლება გახდეს გარკვეული ბიუროკრატების ხელში მანიპულირების საშუალება. სათავისოდ ამას ეს ძალები აუცილებლად გამოიყენებენ. თუმცა, იმდენად აბსურდულია ეს ყველაფერი, ყველა ერიდება, პირდაპირ თითქოს არავინ ახსენებს [პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებას], თვითონაც არ სჯერათ, რასაც ამბობენ, მაგრამ იყენებენ, როგორც მანიპულაციას“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები