მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

2025 წლის 4 დეკემბერს, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ქსავიე ბეტელს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკას და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და უსაფრთხოების გამოწვევებს.

„საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გამოწვევებს და ევროკავშირის ინსტიტუტებთან ურთიერთობას. ხაზი გაესვა დიალოგის და ჩართულობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები